|
ცხოვრების თანამედროვე საშუალებები XX საუკუნის
მიწურულს მთელს მსოფლიოში გაიზარდა და იგი გახდა დამოუკიდებელი ინდუსტრია და
ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
ცხოვრების დონე და ხარისხი არის ქვეყნის
განვითარების დონის განმსაზღვრელი და მისი საშუალებით მსჯელობენ ამა თუ იმ
საზოგადოების საქმიან და მორალურ თვისებებზე.

აქედან გამომდინარეობს ის განსხვავებული
შეხედულებები და მოთხოვნები, რომლებსაც ქვეყნებს უყენებენ აღმშნებლობის პროცესში.ამ სფეროში თვალნათლივ აისახება საზოგადოების განვითარების დონე,
მის მიერ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების პროგრესული თუ ჩამორჩენილი მეთოდებით,
მენეჯმენტისა და მართვის ორგანიზაციის ფორმებით.საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით მესამე ათასწლეულის
დასაწყისში მსოფლიოში დემოკრატიულ განვითარებად ქვეყნებში სწრაფად იზრდება
მშენებლობების ტემპი, ფართოვდება საამშენებლო ნაგებობების ტიპი, მომსახურების ხარისხი და კომფორტი.
დარგი ვითარდება მიზნობრივად და თითოეული პროექტს უნდა გააჩნდეს
განვითარების კონცეპცია,რომელშიც მთავარი ადგილი ბაზრის სეგმენტს უჭირავს. პროექტების
უმრავლესობა გათვლილია ბაზრის ერთ სექგმენტზე და ის შესაბამისად ითვალისწინებს მისი
მომხმარებლის ინტერესებს, რაც შესაბამისად განსაზღვრავს კიდეც მოხმარების კლასს და
ორგანიზიის ფორმას.
ცხოვრების დონის განვითარებასთან ერთად გაიზარდა ეკონომიკური მაჩვენებლები,
შეიცვალა შენობების არქიტექტურა და დაგეგმარება.
არსებობენ კომპლექსური, შერეული და ინდივიდულაური საცხოვრებლები,
როგორც წესი, ეს კომპლექსები შედგებიან რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსებისაგან
და მათ გააჩნიათ მაღაზიები, რესტორნები, კაფეები, ბარები, საგამოფენო და
საკონფერენციო დარბაზები.
ამაღლებულია კომფორტი საცხოვრებელ ბინებში. აღარ გვხვდება ბინები თანამედროვე
სტანდარტების ინვენტარის გარეშე.
>>
შენიშვნა: ბინები, საცხოვრებელი და
კომერციული ფართები, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ არის მხოლოდ ჩვენი ერთჯერადი
რეალიზაციის უფლებით. რელაიზაციასთან და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული
ყველა შემდგომი პროცესი წარმოებს მხოლოდ მესაკუთრის ინტერესებით |